რომელი მასკი უფრო მოგწონთ, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს? - ზელენსკიმ მასკს უპასუხა
„რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?“, – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ twitter-ზე გამოკითხვა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ილონ მასკის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა.


დღეს უკრაინა-რუსეთის თემაზე Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა გამომწერებს შესთავაზა გამოკითხვა, ეთანხმებოდნენ თუ არა შემდეგ მოსაზრებას უკრაინა-რუსეთის მშვიდობისთვის:

ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით.

რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.

ყირიმი ფორმალურად დარჩეს რუსეთის ნაწილად, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – დაწერა მასკმა Twitter-ზე.




წყარო: პუბლიკა
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər