უკრაინელებმა ხერსონში კიდევ 4 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტებისგან კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტი : არხანგელსკი, სტაროსილია, ბოლშაია ალექსანდროვკა და მალაია ალექსანდროვკა გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების ვიდეო ანგარიშებშია აღნიშნული.

„გუშინ ჩვენი კრივოი როგის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მებრძოლებმა გადაიღეს ფოტოები ხერსონის საზამთროს ძეგლთან და მათ მიერ დაშლილი რუსული ბლოკპოსტების მახლობლად და გაათავისუფლეს დასახლებები: არხანგელსკი, სტაროსილია, ბოლშაია ალექსანდროვკა და მალაია ალექსანდროვკა“, - აღნიშნულია ვიდეოს კომენტარში.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში უკვე 50 დასახლებულ პუნქტზე მეტია დეოკუპირებული.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər