ვარკეთილის სამხედრო დასახლების
კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
ამ დროისთვის ისინი მოთავსებულნი არიან სამედიცინო
დაწესებულებებში.
როგორც ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს დადგენილია დანაშაულის
ჩამდენი სავარაუდო პირი და ახლა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები
მიმდინარეობს მის დასაკავებლად. უწყებაში ჯერჯერობით მოტივის შესახებ
არ საუბრობენ.
გამოძიება დაწყებულია სისხილის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის
მესამე ა ქვეპუნქტით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს
დამამძიმებელ გარემოებებში.