14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი - საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ
აიღებთ, დღევანდელი დღე საკუთარ თავს, დასვენებას ან დაწყებული
საქმეების დასრულებას დაუთმეთ.
კურო - დაიცავით საკუთარი მოსაზრება, მაგრამ არა კამათით. საღამოს
ოჯახის წევრებს გემრიელი ვახშამი მოუმზადეთ.
ტყუპი - კარგი დღეა მეგობრული წვეულების მოსაწყობად, ქალაქგარეთ
გასამგზავრებლად. ზოგიერთი შემოქმედებითი იდეების განხორციელებას
შეძლებს.
კირჩხიბი - მხიარულებისა და ჰარმონიის დღეა. იყავით მეტად მოსიყვარულე
საყვარელი ადამიანის მიმართ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად
გაატარეთ.
ლომი - რთული საკითხების მოგვარების დღეა. მეგობრებისგან საინტერესო
შემოთავაზებებს მიიღებთ. მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობის
გასერიოზულება.
ქალწული - მოერიდეთ კამათსა
და უსიამოვნებაზე დროის კარგვას. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას
და რაც მთავარია, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
სასწორი - გაგიუჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მის გვერდით. რომანტიკული საღამო
მოუწყვეთ.
მორიელი - დასვენების დღის მიუხედავად მუშაობა მაინც მოგიწევთ. კარგი
დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. გაითვალისწინეთ წარსული
შეცდომები.
მშვილდოსანი - ახლობლებს ახალი იდეები აქვთ და მათი თქვენთან ერთად
განხილვა სურთ. იყავით გულისხმიერი და ღიმილიანი მათ მიმართ. არავინ
განსაჯოთ, სანამ კარგად არ გაიცნობთ.
თხის რქა - იყავით აქტიური, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, შეხვდით
მეგობრებს. იყავით ერთგული იმ საქმის და ადამიანის მიმართ, რაც
თქვენთვის ძვირფასია.
მერწყული - იყავით ნაკლებამბიციური და აკეთეთ ის საქმე, რაც
გამარჯვებისკენ მიგიყვანთ. დღეს ვალდებულებებს სხვას ვერ
გადააბარებთ.
თევზები - გახსოვდეთ, პოზიტიური ცვლილებები მაშინ ხდება, როცა თავად
ისწრაფვით მათკენ, მოდუნდით და დატკბით სასიამოვნო მოვლენებით.