26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ არ იზარმაცებთ, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, გირჩევთ რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ საკუთარ საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

კურო

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის. თქვენი მხრიდან მოჩხუბარი მხარეების შერიგების ყველა მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები არ უნდა დაგეგმოთ.

ტყუპები

შესაძლოა, სახელმწიფო მოხელეებისგან თხოვნაზე უარი მიიღოთ, თუმცა დაბრკოლებები უფრო ბრძოლისუნარიანს და შრომისმოყვარეს გაგხდით. სისწრაფე და გამოცდილება საშუალებას გაძლევთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

კირჩხიბი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. არ არის გამორიცხული, საყვარელი ადამიანების მოქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ, თუმცა ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის კირჩხიბებისთვის.

ლომი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი პრობლემა გელით, თუმცა შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. ფრთხილად იყავით სპორტული ვარჯიშის დროს - მოსალოდნელია ტრავმა.

ქალწული

ინტუიციისა და გამოცდილების დახმარებით ფინანსების სწორად განაწილებას შეძლებთ. ნებისმიერ წვრილმანზე თუ ინერვიულებთ, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის არჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. თუ სახლში ბავშვები გყავთ, გირჩევთ ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

სასწორი

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. გამორიცხული არ არის, ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება მოგთხოვოთ. დღის ბოლოს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება გელით - ფრთხილად იყავით, შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ საკუთარ ჯანმრთელობაზე და მიმდინარე საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

მორიელი

ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. ეცადეთ უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები.

მშვილდოსანი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში დიდი წარმატება გელით. თუ მეგობრებმა თეატრში ან კინოში მიგიწვიეს, უარი არ თქვათ - საინტერესო ნაცნობობა გელით. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთ ნაცნობთან დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება სახლში კონფლიქტი გამოიწვიოს.

თხის რქა

დილას შეიძლება სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან უმცირეს შეცდომას შეიძლება დიდი პრობლემა მოჰყვეს. მეგობრის რჩევა ძველი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

მერწყული

გახსოვდეთ, რომ მეგობრებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. არ დაგავიწყდეთ ექიმთან ვიზიტი საჭირო წამლის გამოსაწერად. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

თევზები

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი თევზებისთვის. არ არის გამორიცხული უსიამოვნო ამბავი ან გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია. იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər