2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

პლანეტების განლაგება საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს გიშლით, ამიტომ უმჯობესია მოდუნდეთ და დაისვენოთ. შესაძლოა, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ, რაც თქვენს ურთიერთობას უფრო ჰარმონიულს გახდის. სიფრთხილე გამოიჩინეთ საყოფაცხოვრებო ქიმიასთან ურთიერთობის დროს.

კურო

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის - სავარაუდოდ, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. თავი შეიკავეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც გაღიზიანებისა და წყენის გარდა არაფერს მოგიტანთ. ახალი სასიყვარულო კავშირი გელით.

ტყუპები

გირჩევთ ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. თქვენმა ტყუილმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კამათი გამოიწვიოს. ეცადეთ, პრობლემა დროულად მოაგვაროთ და საქმე დაშორებამდე არ მიიყვანოთ.

კირჩხიბი

თუ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას გაძლევთ, ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის. სავარაუდოდ, ვიღაც ძველი ვალის დაბრუნებას ან პირობის შესრულებას მოგთხოვთ. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთ გაუმკლავდებით. საღამოს ეცადეთ კარგად დაისვენოთ. სასურველია, ძილის წინ დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.

ლომი

ნუ ინერვიულებთ, თუ დახმარების თხოვნაზე მაღალჩინოსნებისგან უარი მიიღეთ. ეცადეთ ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, მშვიდად მიიღოთ. სავარაუდოდ, ბინაში რემონტის დაწყება გსურთ, მაგრამ ოჯახის წევრების წინააღმდეგობას წააწყდით, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს.

ქალწული

ძალიან აქტიური და ნაყოფიერი დღეა. თუ მეგობრებმა თეატრში ან კინოში დაგპატიჟეს, უარს ნუ იტყვით, რადგან საინტერესო აღმოჩენა გელით. შესაძლოა, მოულოდნელად რელიგიით დაინტერესდეთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან თქვენს შეცდომას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ. ნუ დაივიწყებთ ახლობელი ადამიანების მოკითხვას, რომლებიც დიდი ხანი არ გინახავთ.

მორიელი

ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით, ამ დღეს ფინანსების სწორად მართვას და განაწილებას შეძლებთ. საყვარელ ადამიანთან ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ და ნდობას დაკარგავთ. ამ დღეს შეძენილი ნივთი იმედს მალე გაგიცრუებთ. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული კავშირი გელით.

მშვილდოსანი

გირჩევთ ამ დღეს ყურადღება პირადი პრობლემებიდან პროფესიულ პრობლემებზე გადაიტანოთ. პლანეტების განლაგება დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას ხელს უწყობს. მოერიდეთ უფროს ნათესავებთან კამათს და დაპირისპირებას, რაც თქვენს შრის ხანგრძლივ უნდობლობას გააჩენს.

თხის რქა

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. შეიძლება ოჯახის წევრის გამო ნერვიულობა მოგიწიოთ, თუმცა თქვენი შიში არ გამართლდება. თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც რაიმე მიზეზით იჩხუბეთ, ეცადეთ მშვიდობა დაამყაროთ.

მერწყული

კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. თქვენს სიმშვიდეს და თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. გრძნობების გამოვლენის ნუ შეგრცხვებათ და ხშირად შეახსენეთ, რამდენად ძლიერად გიყვართ.

თევზები

მუშაობა კარგია, მაგრამ დროა პირადი ცხოვრების მოწყობაზეც იფიქროთ და საკუთარი თავი მთლიანად საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ. ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებას - შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. დღის მეორე ნახევარში კუჭთან დაკავშირებული პრობლემები გელით, ამიტომ სასურველია ცხარე და მარილიან კერძებს მოერიდოთ.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər