რატომ გვშია გამუდმებით?
ესპანელმა ექსპერტებმა განმარტეს, როგორ დავძლიოთ გამუდმებით მაცივრისკენ მისვლის სურვილი გემრიელობის ძიებაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სწორ კვებას იცავთ, საკუთარ თავს ზღუდავთ ტკბილეულის მირთმევისგან, ვეგეტარიანული "ოლივიესა" და საახალწლო გასტრონომიული საკვების ფონზე მაინც მარტივად შესაძლებელია წონის მატება. განტვირთვის დროს ფილმის ან ტელესერიალების ყურებისას სასუსნავების მიღების რაოდენობას ვერ ვაკონტროლებთ, თან იმის გათვალისწინებით, რომ რაც გვიყვარს, სულაც არ არის ჯანსაღი საკვების რაციონიდან. თუმცა შიმშილი ფიზიკურად და ემოციურად სტრესში აგდებს ორგანიზმს და ეს განაპირობებს ზედმეტი წონის შენარჩუნებას დაკლების ნაცვლად. ესპანელმა
დიეტოლოგებმა განმარტეს, თუ როგორ დავძლიოთ მუდმივად შიმშილის შეგრძნება.


თქვენ მიირთმევთ მარტო ან კომპიუტერის წინ

როგორც განმარტავს დიას ლორენტე - დიეტოლოგი და თანამედროვე ნუტრიკოსმეტიკის, Luxmetique-ის ტექნიკური განყოფილების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, როცა მიირთმევთ ვინმესთან ერთად, ნაყროვანების შეგრძნება თანდათან მატულობს - თქვენ აუჩქარებლად იღებთ სიამოვნებას საკვებისა და კომუნიკაციისგან, ხოლო როდესაც მარტო მიირთმევთ, სწრაფად ღეჭავთ საკვებს და ცდილობთ, რაც შეიძლება მალე დაასრულოთ ჭამა. თუკი მონიტორთან დიდხანს სხედხართ, უფრო დიდია რაიმეს მირთმევის სურვილი. თუკი მარტო გიწევთ ჭამა, შეეცადეთ, ჩაინიშნოთ დრო იმისათვის, რომ აუჩქარებლად დაღეჭოთ საკვები.“


არ სვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს
გამუდმებით ჭამის სურვილი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ორგანიზმს გაუწყლოება სჭირს. წყურვილი პირდაპირ კავშირშია შიმშილთან. თუკი ორგანიზმი გაუწყლოებას განიცდის, ცდილობს, საკვების მიღებით აითვისოს, რაც განაპირობებს იმას, რომ უფრო მეტის ჭამის სურვილი გვიჩნდება“ - განმარტავს დიეტოლოგი მირეა ტომასი.


დიდი რაოდენობით გაზიან სასმელს იღებთ
დიას ლორენტე ამტკიცებს, რომ გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი არა მარტო შაქარს შეიცავს, არამედ ორგანიზმს მეტი საკვების მიღებისკენ უბიძგებს. ამიტომ წყურვილის "მოკვლის" საუკეთესო საშუალება მხოლოდ წყალია. თუკი მოგინდათ ბურგერის ჭამა, არ ღირს მასთან ერთად უშაქრო "კოლის" მიღება. ჩაანაცვლეთ წყლით და ასე თავიდან აიცილებთ მეტი საკვების მიღების სურვილს.


მიირთმევთ ბევრ ნახევარფაბრიკატს და სნექს
პოპკორნი, ჩიფსები - უხდება საყვარელ სერიალებს და ფილმებს, თუმცა მისი მირთმევა კატასტროფულად წონის მატებას უდრის. „შაქრის, ტრანსცხიმებისა და დანამატების, სნექებსა და ნახევარფაბრიკატებში არსებული კომბინაცია, ცვლის გემოვნურ რეცეპტორებს და ტვინზე ზემოქმედებას იწყებს, რაც მეტი საკვების მიღების სურვილს ზრდის“ - განმარტავს დიეტოლოგი დიას ლორენტე. ჩაანაცვლეთ მავნე სნექები ხილითა და ბოსტნეულით, ხოლო ნახევარფაბრიკატები - თევზით, ხორცით, კვერცხით.


გამოუძინებელი დადიხართ
მუდმივად ჭამის ერთ-ერთი მიზეზი ძილის უკმარისობაა. „უძილობა კალორიული საკვების მიღების სურვილს ზრდის. ეს შიმშილის შეგრძნების გამო კი არ ხდება, არამედ ორგანიზმი, ნერვული სისტემის იმპულსებზე დაყრდნობით, გემრიელი წახემსებისკენ იწევს, რაც სწორედ უძილობით არის განპირობებული. ძილის უკმარისობა სტრესის ჰორმონ კორტიზოლს ზრდის, სისხლში განაპირობებს ინსულინის დონის მატებას, ხოლო ლეპტინის დონე კლებულობს, რაც განაპირობებს წონის მატებას“ - განმარტავს ნელა ბერლანგა.


მალე მენსტრუალური პერიოდი გეწყებათ
თუკი ტკბილის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მირთმევა გინდათ, ესე იგი, ციკლშია საქმე. „ერთი კვირით ადრე ციკლამდე, განსაკუთრებით, მადის მატება აღგენიშნებათ და მიიწევთ კალორიული საკვებისკენ. მიირთვით მეტი სასარგებლო ცხიმი, ხილი და ბოსტნეული“ - საუბრობს მარტა ვალიექო.


მოწყენილი ხართ
როგორც დიას ლორენტე განმარტავს, შიმშილს განაპირობებს ხშირ შემთხვევაში ემოციური და ფიზიკური ფონი. „ასეთ შემთხვევაში, იმისათვის, რომ გამოფხიზლდეთ, საუკეთესო ვარიანტია სპორტი. ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ჯანმრთელობას და გაძლევთ საშუალებას, გააკონტროლოთ კვება."


მიირთმევთ ისეთ პროდუქტებს, რომლებშიც მცირე რაოდენობით ტრიპტოფანია
ტრიფტოფანით მდიდარი საკვები არა მარტო აუმჯობესებს განწყობას, არამედ მოგანიჭებთ ნაყროვანების შეგრძნებას. დაუმატეთ თქვენს რაციონს შოკოლადი, ყველი, ხიზილალა, ნიგოზი, ბანანი და თევზი.



წყარო:მარაო


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər