გასულ წელს ჯარიმებიდან ბიუჯეტში 472 მილიონ ლარამდე თანხა შევიდა
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯარიმებიდან/სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 87.361 მლნ ლარით გაიზარდა, მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებით კი ხაზინაში წლიურად 58.792 მლნ ლარით მეტის აკუმულირება მოხდა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის იანვარ-დეკემბერში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 471 998 210 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2024 წლის
იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 384 636 890 ლარი იყო.

მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ბიუჯეტში შესული 471.998 მლნ ლარიდან 394.602 მლნ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის, წინა წელს იგივე მუხლით, ბიუჯეტში 324.011 მლნ ლარი შევიდა.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 276 885 325 ლარი შევიდა, 2024 წელს კი 218 092 463 ლარი.



წყარო: BPN


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər