ოკუპირებულ სოფელ წინაგარასთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
მიმდინარე წლის 21 იანვარს, ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ამ დროისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყება მადლობას უხდის პროცესში ჩართულ ყველა მხარეს დაკავებულის
მდგომარეობის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და სწრაფი რეაგირებისთვის.

უწყების განმარტებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურ მუშაობას განაგრძობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər