თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების 58 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავი ადვოკატად წარუდგინა და მათ საქართველოში ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად
საჭირო საბუთების მომზადებაში დახმარების სანაცვლოდ 58 000 ლარი გამოართვა. თუმცა, მან დაპირებული მომსახურება არ შეასრულა და თანხა თაღლითურად მიითვისა.

დაზარალებულების მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ, ბრალდებულმა საბანკო გადარიცხვის ყალბი დოკუმენტი დაამზადა და მისი გამოყენებით დაზარალებულთა დარწმუნებას ცდილობდა, თითქოს მათთვის კუთვნილი თანხა უკან ჰქონდა დაბრუნებული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər