ქვემო ქართლში უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტი გამოვლინდა – 25 კუბურ მეტრზე მეტი ხე ამოღებულია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა ახმეტის, ლაგოდეხის, თელავის, გურჯაანის, მცხეთის, გარდაბნის, აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

მოქალაქეები, უმეტესად სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან
დამზადებული საშეშე მერქნისა და მორების უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე - 25 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გასულ, 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტი.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər