საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ, 70-დან 80 მლნ დოლარამდე მინის
ბოთლებს ყიდულობს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში
79.170 მლნ დოლარის ღირებულების მინის ბოთლები, ბოცები, ქილები
შემოვიდა. ეს კი თითქმის 9 მლნ დოლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან
შედარებით. 2024 წელს ქვეყანამ 70. 638 მლნ დოლარის მინის ჭურჭელი
შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ როგორ სხვა წლებში, 2025 წელსაც საქართველოში მინის
ჭურჭელი/ბოთლები
ძირითადად რუსეთიდან შემოვიდა, მასზე მთლიანი
იმპორტის თითქმის 50% მოდის. მეორე ადგილს სომხეთი იკავებს, ხუთეულში
შედიან ჩინეთი, აზერბაიჯანი და მათ შორის, ომში მყოფი უკრაინა.
საქართველო მინის ბოთლების 50% რუსეთში ყიდულობს
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც
2025 წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით მინის ჭურჭელი, მათ
შორის, ბოთლები შეიძინა:
- რუსეთი - 38.805 მლნ დოლარი
- სომხეთი - 27.459 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი - 2.356 მლნ დოლარი
- ჩინეთი - 2.187 მლნ დოლარი
- უკრაინა - 1.848 მლნ დოლარი
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2027 წლის 1-ელი
თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება
(გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა
არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20
ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური,
გამაგრილებელი და სხვა).