ქობულეთის ქარხანამ უკვე 5,4 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინი ჩაიბარა
2022-2023 წლების ციტრუსის სეზონზე ქობულეთის ქარხანამ ქართველი ფერმერებისგან 5,4 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინი მიიღო.

ამის შესახებ EastFruit-ი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

უკვე რამდენიმე წელია არასტანდარტულ მანდარინს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ყიდულობს. 2022-2023 წლებში კი, პროგრამის ფარგლებში ერთადერთი მონაწილე ქობულეთის საკონსერვო ქარხანაა, რომელმაც ფერმერებისგან მანდარინი ფიქსირებულ ფასად, კილოგრამი 0,20 ლარად ჩაიბარა. აქედან 0,15 ლარი მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდა.

ცნობისთვის, არასტანდარტული მანდარინის ნაწილისგან ქარხანა კონცენტრატს აწარმოებს, დიდი ნაწილი კი ექსპორტზე გადის.

პროგრამის ფარგლებში აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიის მთლიანმა მოცულობამ 814 000 ლარი (308 000 დოლარი) შეადგინა.

2022-2023 წლებში მანდარინის მოსავალი წინა წლებთან შედარებით ნაკლები იყო. 2021-2022 წლებში ქობულეთის ქარხანამ სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 9 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი შეიძინა.
წყარო: BPN

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər