„სირცხვილიას“ წევრის განცხადებით, 3 ივლისს დაიწყება მოძრაობა “ შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ“ და ეს მოძრაობა არ გაჩერდება, ვიდრე შედეგს არ მიაღწევენ
მოძრაობა „სირცხვილიას" წევრის, ანა ჭარხალაშვილის განცხადებით, 3 ივლისს, პარლამენტის წინ დაანონსებული აქცია არ დაიშლება, ვიდრე საზოგადოების მოთხოვნები მთავრობის მიმართ არ შესრულდება.

როგორც ანა ჭარხალაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ „რუსეთის მარიონეტი მთავრობა რაიმე გეგმას შეასრულებს“.

„საქართველოს მოქალაქეები 3 ივლისს დარჩებიან პარლამენტთან. ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი - შეიქმნას თანხმობის მთავრობა! ეს მთავრობა რუსეთის მარიონეტია და არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რაიმე გეგმას შეასრულებს. რაც გვაქვს, ისტორიული ფანჯარა და რისთვისაც დაგვიწესეს გეგმა, რაც უნდა შევასრულოთ, ამ გზაზე ნამდვილად არ ივლის საქართველოს მთავრობა, რადგან ის არის ოლიგარქის სამსახურში. შესაბამისად, ჩვენ გვრჩება ერთი გზა - ევროპული გზა, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი კეთილდღეობისთვის და მომავლისთვის. შესაბამისად, 3 ივლისს დაიწყება მოძრაობა “ შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ“ და ეს მოძრაობა არ გაჩერდება იქამდე, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ.

„ქართული ოცნების“ მიმართ დნობა არ აქვს 20 ივნისს ქუჩაში გამოსულ 160 ათას ადამიანს და კიდევ უფრო მეტს, რომლებიც რეგიონებიდან იმ დღეს ვერ შემოგვიერთდნენ. ყველას ეცინება იმაზე, რომ საქართველოს ე.წ. მთავრობა, ღარიბაშვილი დეპოლარიზაციას დაასრულებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლარიზაციას, დაძაბულობას, ძალადობას თვითონ ქმნიან. ამ სურათის დამკვეთი არის ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. წარმოუდგენელია დეოლიგარქიზაცია შეძლონ, როცა თვითონ არიან და მუშაობენ ამ სერვისში. ყველა აცნობიერებს, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი „ორკები“, რომლებიც ხელისუფლებას მოასხდნენ და ხელფასს იღებენ იმისთვის, რომ ერთი კაცის-რუსი ოლიგარქის ნებას დაჰყვნენ და საქართველო გახდეს რუსეთის პატარა წერტილი გეოგრაფიული ტერიტორია“, - განაცხადა ჭარხალაშვილმა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər