„ახმეტელის“ მეტროსა და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებში ახალი
ტურნიკეტები დამონტაჟდება. ამის შესახებ დედაქაალქის მერმა კახა
კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, კალაძის თქმით, აღნიშნულ ორ მეტროსადგურში არის 7 გასასვლელი,
ახალი ტურნიკეტების მონტაჟით კი შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის
მოწყობა.
„ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ 30%-ით მეტი მგზავრი გავატაროთ
თუ დღეის მდგომარეობით, თითოეულ სადგურს შეუძლია გაატაროს 6 300
მგზავრი საათში, ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემდეგ შესაძლებელი
იქნება 8 100 მგზავრზე მეტის გატარება. ეს გაზრდის გამტარუნარიანობას,
შესაბამისად, პიკის საათებში აღნიშნულ მეტროსადგურებში აღარ გვექნება
ზედა ვესტიბიულში რიგები. თუმცა ეს არის მოკლევადიან პერიოდში
პრობლემის მოგვარება, დაახლოებით 5-6 თვე დასჭირდება ამ პროექტის
განხორციელებას,“- განაცხადა კალაძემ.