თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ორშაბათს თბილისის მეტროსა და
ავტობუსში მგზავრობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მისი
განცხადებით, 3 ოქტომბერს ორივე ტრანსპორტით ერთად 1.035 მილიონი
მგზავრი გადაადგილდა.
ამის შესახებ კალაძემ დღეს, 5 ოქტომბერს მუნიციპალური მთავრობის
სხდომაზე ისაუბრა.
“ეს ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელია, როგორც მეტროსთვის, ასევე
ავტობუსისთვის”, – განაცხადა კალაძემ.
მერის განმარტებით, 3 ოქტომბერს მეტრო 502 508 მგზავრმა, ავტობუსი კი
532 076 მგზავრმა გამოიყენა.