საჩხერის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე გათავისუფლებულია და ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად იყო გამოყენებული როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია-ს
(EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი.

ცენტრალური ხელისუფლება აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər