შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი
დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო
ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად
ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით
სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“,
„ალფა-პვპ“ და 48 შეკვრად დაფასოებული,
50 გრამამდე წონის
„მეფედრონი“.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების
დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.