თელავში ნალექის რაოდენობა თვიურ ნორმას 85% აღემატა- გარემოს ეროვნული სააგენტო
12 ივლისს, გამთენიისას, თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავისხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა თელავის რამდენიმე ქუჩა დატბორა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სიტუაციის შესაფასებლად ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი მუშაობს.

სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, თელავში ნალექების რაოდენობამ 57.3 მმ შეადგინა, რაც თვის ნორმის 85%-ია, ხოლო იყალთოს სადგურზე 40.1 მმ დაფიქსირდა.

სპეციალისტების
პირველადი შეფასებით, უხვმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.

"მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკულმა მასამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა. მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა ნაგებობამ ნაკადის ფილტრაცია ნაწილობრივ უზრუნველყო: პირველმა შეაკავა მსხვილი ხე-ტყის მასალა, მეორემ – მცირე რაოდენობის ხე-ტყის ნატანი, ხოლო მესამემ – ქვა-ღორღოვანი ფრაქცია", - წერია სააგენტოს ინფომაციაში.

მიუხედავად ამისა, ნაკადის დიდმა მოცულობამ სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა, დროებით კალაპოტად ძველი გრუნტის გზა გამოიყენა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საფარის დეფორმაცია გამოიწვია.





Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər