მარნეულის ბაღებისათვის 12 351 ლარის კვერცხს ყიდულობენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებისთვის კვერცხის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ 16 545 ლარიან ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.

პროცედურაში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა მიიღო და მუნიციპალიტეტს მომსახურება 12 351 ლარად შესთავაზა. ტენდერში გამარჯვებულად ინდივიდუალური მეწარმე პაპუნა მანველიშვილია, რომელთანაც ამ ეტაპზე ხელშერულების დადება მიმდინარეობს.

ბაღებისათვის გაერთიანება სულ 31 031 ცალ ქათმის კვერცხს ყიდულობს.

მოთხოვნები ასეთია:

• კატეგორია და წონა: I
კატეგორიის, მარკირებული კვერცხი, სადაც ერთი ცალის წონა არანაკლებ 50 გრამია.
• ვიზუალური მხარე: ახალი, მთელი, სუფთა, მაგარი, გლუვი, ხორკლების, სუნისა და ლაქების გარეშე; ფერი თეთრი ან მოყავისფრო.
• შეფუთვა: დაფასოებული მუყაოს ფირფიტებზე ან/და ერთჯერად კონტეინერებში, შესყიდვის საჭიროებიდან გამომდინარე.
• ვარგისიანობა: მიწოდებული პროდუქტის დარჩენილი ვადა საერთო ვარგისიანობის ვადის არანაკლებ 70%-ს უნდა შეადგენდეს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər