ქართული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი შარშანდელს ჩამორჩება - რა შემცირდა ყველაზე მეტად
EastFruit-ის ანალიტიკოსების ცნობით, იანვარ-აგვისტოში საკვები ხილის, თხილისა და ბოსტნეულის ქართული ექსპორტი 2021 წელთან შედარებით 3 მილიონით დოლარით ნაკლები იყო - სექტემბრის ოფიციალური ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩამორჩენა ახლა გაცილებით დიდია.

ექსპორტის შემოსავალმა მიმდინარე წლის 9 თვეში 143 მლნ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსავალი 126 მლნ დოლარამდე შემცირდა, იანვარ-სექტემბრის 17 მილიონი დოლარიდან 14 მილიონამდე დაეცა.

მთელი ეს სხვაობა პრაქტიკულად, ორ პროდუქტზე მოდის: თხილი და კარტოფილი. სექტემბერში თხილის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 12 მილიონი დოლარით ნაკლებია. დანარჩენი განსხვავება თითქმის მთლიანად კარტოფილზეა გათვალისწინებული. ყველა სხვა პროდუქტის ცვლილებები 0,5 მილიონი დოლარის ფარგლებშია.

თხილის მხრივ მდგომარეობა რთულია, მსოფლიოში მარაგები დიდია, მოთხოვნა კი მცირე. 2021 წელს კარტოფილის ექსპორტი განპირობებული იყო რუსეთის მხრიდან მოთხოვნის ზრდით, რაც დროებითი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელი ექსპორტის მოცულობით რეკორდული წელი იყო. ჯერჯერობით, 2022 წელი სხვა წლებთან შედარებით კარგად მიდის დოლარის შემოსავლის თვალსაზრისით, მაგრამ თხილის მცირე ექსპორტი შემაშფოთებელია. როგორც წესი, თხილი არის ძირითადი საექსპორტო პროდუქტი, რომელიც წლის მეოთხე კვარტალში ექსპორტზე აქტიურად გადის.

წყარო: BPN
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər