სასაზღვრო პოლიციამ სარფში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, 1996 წელს დაბადებულმა ს.ო.-მ, სასაზღვრო გამშვები
პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანა 51 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər