ბოლნისელ აქტივისტზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ბოლნისელ აქტივისტზე, ნურადინ ნაბიევზე, განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მოხედვით, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ა.კ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე - 1994 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს ფიზიკურად გაუსწორდა.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს”
- აღნიშნულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლნისელ აქტივისტს, ნურადინ ნაბიევს, 15 აპრილს სოფელ ფარიზში, საკუთარ ჩაის სახლში დაესხნენ თავს. რადიო “მარნეულს” ნაბიევი უყვებოდა, რომ თავს 9 ადამიანი დაესხა და აღნიშნულ ფაქტს მის მიერ გაკეთრბულ პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირებდა.

„9 კაცი შემოვიდა. აღარ მახსოვს მაგათი სახეები. ამ დროს ჩაის სახლში ვმუშაობდი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში. სახელი მკითხეს, რა გქვიაო, მეპატრონე შენ ხარო და რომ ვუთხარი კი მეთქი მაშინვე ცხრავემ ერთად დამარტყა. ჩემი აზრით ეს ხალხი სპეციალურად მერიიდან მოაგზავნეს და ირანის მხარდამჭერებმაც. ნახევარი მერიიდან იქნებოდნენ და ნახევარი ირანის მხარდამჭერები. თავდამსხმელები პატარა ბავშვებიც იყვნენ, არასრულწლოვნები“. - აცხადებს ნურადინ ნაბიევი

ნაბიევი მასზე თავდასხმაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს და ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.


რადიო “მარნეული”
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər