საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის
ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებული მამაკაცის პირადი და
დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან,
ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებები, მათ შორის „კოკაინი" და „მეთადონი".
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების
დაფასოებისთვის საჭირო
მასალები და ფულადი თანხა. ფაქტზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა
მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.