2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ
თვიურ ხელფასს გაიზარდა.
ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა,
რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით, 4.2%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
9.2%- ით არის გაზრდილი.
“2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა,
რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.8%-ს
შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4
პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
8.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2
400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 25.1%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი
მაჩვენებელია.
2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9
600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი
მაჩვენებელია,” - ნათქვამია კვლევაში.