პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით სისხლის
სამართლის წესითაა დაკავებული,
– ამის შესახებ „პუბლიკას” ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში
დაუდასტურეს.
უწყების განმარტებით, რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა
მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც მათ შორის პოლიციელზე თავდასხმას
გულისხმობს.
ამ მუხლის პირველი ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
რატიანს ბრალდება ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია, შესაბამისად, არაა
დაზუსტებული რომელი პუნქტით წარუდგენენ მას ბრალს.
რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.