სიახლე
მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ შეთავაზებაზე - ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ნაყიდი
„ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარებულ ბრიფინგს. სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით, პასუხი უნდა იყოს აქციების მთელ საქართველოში გაგრძელება.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარებული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი პატარ-პატარა პარტიებს იყიდის.

„ბავშვებს დასთხარეს თვალები, საოცრებები ჩაიდინეს და თურმე რისთვის? იმისათვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე. ე.ი. მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს და ყველას დაიჭერს, დახურავს „რუსთავი 2“-ს და ყველასთან „გააიასნებს“ სიტუაციას. 2020 წელს ნულოვანი ბარიერი, რაც მსოფლიოში არ არსებობს, ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას და ამით საბოლოოდ ჩაიდებს ჯიბეში საქართველოს. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი და ამისთვის არის მსოფლიოში ამხელა მოძრაობა? ეს კაცი მართლა აბსოლუტურ იდიოტებად გთვლით?

ივანიშვილი სრულ პანიკაშია. ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი. ახლა აქ საუბარია იმაზე, რომ ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, გამოცვალოს ნაყიდი თამარ ჟვანია, ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ყველაფერი დანარჩენი არის საქართველოს დაუძნებელი მტრის, ივანიშვილის აფერისტული სქემის განხორციელების მცდელობა.

ჩემი აზრით, ამაზე პასუხი უნდა იყოს ის, რომ აქციები გაგრძელდეს მთელ საქართველოში და ივანიშვილი, ეს გველეშაპი, ეს დამაქცევარი უნდა მოშორდეს ქართველ ხალხს,
“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში.


FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər
„ევროპული საქართველოს” წევრების გიგი უგულავასა
და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთ სამინისტრომ
გამოძიება
„ევროპული საქართველოს” წევრების გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება
საქართველოში
მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან დღეს, თბილისის დროით
10:30 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე დაფიქსირდა.
ტელეკომპანა “მთავარის” ინფორმაციით, გარეჯის
უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ინციდენტი
მოხდა,
ტელეკომპანა “მთავარის” ინფორმაციით, გარეჯის უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა,
საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო
არდადეგები 2019 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2020 წლის 14 იანვრის
ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 2019 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2020 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ევროპის საბჭო საქართველოს ნებაყოფლობითი
შენატანის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ევროპის საბჭო საქართველოს ნებაყოფლობითი შენატანის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სან დიეგოს
უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის
ფარგლებში სამ პროგრამაზე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სან დიეგოს უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში სამ პროგრამაზე
ოკუპირებული ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.
ოკუპირებული ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,