ოდესის ოლქის დაბომბვისას, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა – მათგან 1 ბავშვია
რუსი ოკუპანტების მიერ ოდესის ოლქის მრავალსართულიანი კორპუსის დაბომბვისას, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. როგორც უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ბრატჩუკზე დაყრდნობით წერს, მათ შორის 1 ბავშვია.

Unian-ის ცნობით, სამედიცინო დახმარება 31 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის, 3 ბავშვსა და ორსულ ქალს. ნანგრევებიდან 8 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 3 ბავშვი.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

წყარო: tabula.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər