საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის
ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი –
1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში
ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ
მყოფი ნ.ა. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. დანაშაული 20
წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბრალდებული ცოლ-ქმარი გადამოწმების
მიზნით იმ დროს შეაჩერა, როდესაც ისინი თბილისში, ფონიჭალის
დასახლებაში გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული
ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად
ამოიღეს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის
ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
წყარო: report.az