სამგორში სატვირთო ვაგონი იწვის
სამგორში, სატვირთო ვაგონს ცეცხლი უკიდია.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ვაგონი დემონტაჟისთვის იყო გამზადებული და ის წასვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა.

მოგვიანებით, განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს რკინიგზამ. მათი თქმით, ხანძარი საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურშია, სადაც აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რკინიგზის განცხადებით, ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი.

ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər