საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,გასული სამი
წლის მსგავსად,
2023 წელსაც უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
საქსტატის თანახმად, გასულ წელს 40 214 ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა
რაოდენობა კი - 42 756 იყო (წინა წელთან შედარებით, 13%-ით
ნაკლები).
2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა
და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 2 542 კაცით განისაზღვრა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითი ბუნებრივი
მატება აღრიცხეს
ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და
ქვემო ქართლის რეგიონისა.
2022 წელთან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 5%-ით არის
შემცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 13%-ით.