„პოლიტიკაში იქნება, თუ სხვა მიმართულებით იქნება, ეს მისი საქმეა“ - რუსლან გაჯიევი აბაზოვის შეხვედრასთან დაკავშირებით
„ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა შეხვედრა, მაგრამ არ ვიცი, რატომ.“ - ასე გვიპასუხა მარნეულელმა პარლამენტარმა რუსლან გაჯიევმა კითხვაზე, თუ რატომ იყო თემურ აბაზოვი „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში მისული.

თემურ აბაზოვის პარტიის ლიდერებთან საიდუმლო შეხვედრა შესაძლოა მის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას შეეხებოდეს, რასთან დაკავშირებითაც გაჯიევი განმარტავს, რომ ჯერ სასამართლო პროცესი არ დასრულებულა, რის გამოც აბაზოვის ბრალეულობაზე ვერ ისაუბრებს.

„ეს არის თავისუფალი ადამიანის აზრი და თავისუფალი სურვილი. პოლიტიკაში იქნება, თუ სხვა მიმართულებით იქნება, ეს მისი საქმე“ - თქვა რუსლან გაჯიევმა

აბაზოვის შეხვედრასთან დაკავშრებით ინფორმაცია არც მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს არ აქვს, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესაზებ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში, აბაზოვსა და ივანიშვილს შორის, შეხვედრა შედგა, მედიასაშუალებების მეშვეობით შეიტყო.

თემურ აბაზოვი რადიო „მარნეულის“ ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ ციხიდან გირაოთი გათავისუფლებული მარნეულის ყოფილი მერი თეიმურაზ აბაზოვი გუშინ, 17 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისში საიდუმლო შეხვედრაზე იმყოფებოდა.

აბაზოვი ღირსების შემლახველ და დამამცირებელ მოპყრობაშია ბრალდებული.

რადიო „მარნეული


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები