აბაზოვის პირველი სასამართლო სხდომა გისოსებს გარეთ
დღეს, 18 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა დასრულდა.

როგორც ჩვენთან საუბრისას აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა თქვა, დღეს ქვემო ქართლის პროკურატურის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც გამოძიების პროცესში მოძიებული მტკიცებულებიბის შესახებ ისაუბრეს.

მოსიაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი წინამორბედებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა, რადგან ბრალდების მხარემ აბაზოვის ბრალის დამამტკიცებელი რეალური მტკიცებულებები კვლავ ვერ წარმოადგინა და საქმე უწინდებურად მხოლოდ დაინტერესებული პირის ჩვენებაზეა დაფუძვნებული.

პროცესს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვიც ესწრებოდა, რომელმაც სხდომის დასრულების შემდეგ მედიასაშუალებებისათვუს კომენტარი გააკეთა.

„მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ვარ უდანაშაულო, ვარ მსხვერპლი, ჩემი ოჯახია პირველ რიგში მსხვერპლი. მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გამამართლებს. შედგა საპროცესო გარიგება, შემეფარდა გირაო. ხედავთ, რომ ჩვენ პროცესზე ჩვეულ რეჟიმში ვცხადდებით ხელს არ ვუშლით სასამართლო პროცესს” – განაცხადა სხდომის დასრულებისას თემურ აბაზოვმა.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა, მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად.

სასამართლომ აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.



ფოტო: TV4
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები