მარნეულის 15 სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ამავე სკოლის დირექტორები იქნებიან
მარნეულის მუნიციპალიტეტის 15 სკოლაში, სადაც საარჩევნო უბნები გაიხსნება, კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და წევრები, ამავე სკოლის დირექტორები იქნებიან.
ცესკომ გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის მარნეულის საარჩევნო ოლქში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების ვინაობა.
საარჩევნო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ყოველწლიურად უბნებს საჯარო მოხლეები ხელმძღავნელობენ, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

რადიო “მარნეულმა” მარნეულის სკოლების დირექტორები სახელი და გვარით მოძებნა, მათ შორის საძიებო სიას დაემთხვა 15 დირექტორის ვინაობა და ის საარჩევნო უბანი, რომელ სკოლებსაც მართავენ.

გთავაზობთ
დირექტორების ჩამონათვალს, მათ პოზიციებს საპარლამენტო არჩევნებში და უბნების მონაცემებს:


• დილარა დარგალი -
მარნეული N4 სკოლის დირექტორი. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ამავე სკოლაში, N1 უბანზე.
• მურად მაისურაძე - ქალაქ მარნეულის N6 საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის თავმჯდომარე (ამავე სკოლაში, N4 უბანზე
• ვიოლეტა სუკასიანი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის თავმჯდომარე ამავე სკოლაში, N77 უბანზე.
• ხაიალე შარაევა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის მდივანი ამავე სკოლაში, N81 უბანზე.
• მაგამედალი კურბანოვი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის მდივანი ამავე სკოლაში, N52 უბანზე.
• ზამირ იბრაგიმოვი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ბეგლიარის საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე N28 უბანზე
• მანანა მანუკიანი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის თავმჯდომარე ამავე სკოლაში, N78 უბანზე
• სალმინაზ ალიევა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ამავე სკოლის N59 უბანზე.
• აიატ გოიუშოვი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის №2 საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის წევრი ამავე სკოლის N73 უბზნზე
• ზახირ ჰუსეინოვი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის №1 საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის თავმჯდომარ ამავე სკოლის N47 უბანზე.
• ანარ ალიევი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ამავე სკოლის N66 უბანზე.
• ხაზეინ მუსაევი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის წევრი ამავე სკოლის N64 უბანზე.
• ქეთევანი მერაბიშვილი - ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის წევრი ამავე სკოლის N7 უბანზე.
• გიულნარა დარგალი - ქალაქ მარნეულის №3 საჯარო სკოლა. კომისიის წევრი ამავე სკოლის N5 უბანზე.
• ჰუსეინ ჰუსეინოვი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის დირექტორი. კომისიის თავმჯდომარე ამავე სკოლის N 44 უბანზე.


საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. მარნეულში სულ 81 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან 41-ში არჩევნები ახალი ელექტრონული სისტემების გამოყენებით გაიმართება, ხოლო 40 უბანზე არჩევნები ძველი წესით ჩატარდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123