დღეს, 11 სექტემბერს, მარნეულის მასშტაბით 8 საარჩევნო უბანზე
იმიტირებული არჩევნების პროცესი მიმდინარეობს.
რადიო „მარნეული“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში
გახსნილ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა რათა გვენახა, თუ როგორ
მიმდინარეობს იმიტირებული საარჩევნო პროცესი.
იმიტირებულ საარჩევნო პროცესში მონაწილე მოქალაქეებმა ჩვენთან
კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიასმ
უბანზე პროცესის გადაღების უფლება არ მოგვცა. განმარტეს, რომ
პროტოკოლით ჟურნალისტებს მხოლოდ ხმის მიცემის
უფლება აქვთ და არა
იმიტირებული საარჩევნო პროცესის გადაღების.
როგორ უნდა დააფიქსიროთ ხმა ახალი ტექონოლოგიების გამოყენებით:
საარჩევნო უბანზე შესვლისას პირველ რიგში ნაკადის
მომწესრიგებელთან უნდა გაიაროთ მარკირების შემოწმება, შემდგომ
გადაინაცვლებთ ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან.
რეგისტრატორს მიაწვდით პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ან
პასპორტს, რის შემდეგაც ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით შეამოწმებს
თქვენს ვინაობას. ვერიფიკაციის აპარატი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიაა
და ის ელექტრონულად ამოწმებს საარჩევნო სიაში თქვენს ყოფნას.
ვინაობის დადასტურების შემდეგ ვერიფიკაციის აპარატზე ამოდის ქვითარი,
რომელსაც აწერთ ხელს და აგდებთ პატარა, დახურულ, ყუთში. ამის შემდეგ,
რეგისტრატორი გიტარებთ მარკირებას და გაძლევთ ახალ საარჩევნო
ბიულეტენსა და კონვერტს.
ახალ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანი წრის გაფერადებით უნდა გააკეთოთ.
ახალი ხმის დამთვლელი აპარატები მხოლოდ იმ ბიულეტენებს წაიკითხავენ,
სადაც არჩევანი კანდიდატის გვერდით არსებული წრის გაფერადებით
დაფიქსირდება. კაბინაში შესვლამდე მოგცემენ სპეციალურ კალამს და
გაგაფერადებინებენ საცდელ წრეს, რათა ხმის მიცემის დროს არ დაუშვათ
შეცდომა და თქვენი ბიულეტენი არ გაბათილდეს.
ბიულეტენის მიღების შემდგომ გადაინაცვლებთ ფარული ხმის მიცემის
კაბინაში, შემოხაზავთ თქვენთვის სასურველ კანდიდატს და ბიულეტენს
მოათავსებთ კონვერტში. ხმის მიცემის კაბინიდან გამოსვლის შემდგომ
ბიულეტენს მოათავსებთ ხმის დამთვლელ აპარატში - კონვერტი მრავალჯერადი
გამოყენებისაა და ის რჩება საარჩევნო უბანზე - აპარატზე მწვანედ
მოინიშნება, რომ თქვენი არჩევანი დაფიქსირებულია რის შემდეგაც
დატოვებთ საარჩევნო უბანს
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის N22 საოქლო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარემ ლელა ქრისტესიაშვილმა განაცხადა, რომ მარნეულის
მასშტაბით გახსნილ რვავე იმიტირებულ საარჩევნო უბანზე საკმაოდ დიდი
აქტივობა იყო.
„ორიენტირებული ვართ ამომრჩევლის ინფორმირებაზე. აქტივობა
საკმაოდ მაღალია. ამომრჩეველი სწავლობს, თავად ეცნობა ვერიფიკაციის
აპარატის მუშაობას, ასევე თავად ახორციელებს ბიულეტენის შევსებას,
სწავლობს გაფერადებას, ხმის მიცემის წესს და შემდგომში თავად ათავსებს
ელექტრონული ხმის მიცემის აპარატში ბიულეტენს. როგორც გითხარით,
აქტივობა საკმაოდ მაღალია და დღის ბოლოს ალბათ სრული მონაცემებიც
გვექნება და გვეცოდინება საქართველოს მასშტაბით. პრაქტიკაში რასაც
ვხედავთ, ამომრჩეველს უადვილდება, მოსწონს ძალიან ახალი ვერიფიკაციის
აპარატის მუშაობის წესი, ასევე ძალიან მოსწონთ ხმის მთვლელი აპარატის
მუშაობა, არ უჭირთ ბიულეტენის მოთავსება ყუთში“. -
განაცხადა ლელა ქრისტესიაშვილმა
რნეულის მასშტაბით იმიტირებული საარჩევნო უბნები შემდეგ ლოკაციაზე
გაიხსნა:
ქალაქ მარნეული - N5 საჯარო სკოლა;
დაბა შაუმიანი - შაუმიანის N3 საჯარო სკოლა;
სოფელი ალგეთი - საბავშვო ბაღი;
სოფელი წერეთელი - საჯარო სკოლა;
სოფელი ქუთლიარი - საჯარო სკოლა;
სოფელი ყიზილაჯლო - საჯარო სკოლა;
სოფელი ყულარი - საჯარო კსოლა;
სოფელი შულავერი - საჯარო სკოლა;
იმიტირებული საარჩევნო პროცესი ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში
გაიმართება. რუსთავში 12 უბანი გაიხსნება, გარდაბანში 7, ბოლნისში 23
უბანი, დმანისში 16 უბანი, წალკაში 5 უბანი და თეთრიწყაროში 5 უბანი
გაიხსნება.
რადიო „მარნეული“