24 სექტემბერს მარნეულში პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია
ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ამომრჩეველთან
შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია
და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ოქტაი ქაზუმოვი.
ქაზუმოვმა სიტყვით გამოსვლილსას ყურადღება გაამახვილა ქვემო ქართლის,
როგორც ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სიძლიერეზე,
ასევე იმ გამოწვევებზე, რაც სოფლის მეურნეობისა თუ განათლების
სისტემის კუთხით რეგიონში მაცხოვრებელ მოსახლეობას ხვდება.
„მივესალმები ქვემო ქართლიდან მთლიანად საქართველოს
მოსახლეობას, მივესალმები მთლიან საქართველოს და ვამბობ, რომ
ცვლილებები უკვე დაწყებულია და დროა ცვლილებისა. ჩვენ ვართ ახლა იმ
კუთხეში, რომელიც ისტორიულად იყო ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და
მთავარი ძალა ძლიერი საქართველოსი. აქედან, საქართველოსთვის ძალიან
ისტორიულ მომენტებში გამოსულან ისეთი პიროვნებები რომელთაც გარდამტეხი
წვლილი მიუძღვით და შეუტანიათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. როგორიც
არის თუნდაც, მაგალითად, ხუდუ ბორჩალოელი. როგორიც არის სხვა ისეთი
მოამაგენი, მაგალითად ძმები ედიგაროვები, რომლებიც 1921 წელს, როდესაც
საქართველოს ედგა ბოლშევიკური ანექსიის საფრთხე ჩავიდნენ და თავიანთი
მზადყოფნა გამოთქვეს სამშობლოს დაცვის საქმეში და საერთოდ,
ბორჩალოურმა, მაშნ ასე იწოდებოდა, კავალერიამ დიდი მონაწილეობა მიიღო
თუნდაც კოჯორთან ომში. ქვემო ქართლი არის საქართველოს სოფლის
მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკის აგრეთვე ერთ-ერთი საყრდენი. აქ
წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები ძალიან დიდ მნიშვნელობას
იძენენ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, თუმცაღა სოფლის მეურნეობაში
არსებული სარწყავი სისტემების საკითხი და მოუგვარებლობა და
მოუწესრიგებლობა, წარმოებული პროდუქტების გასაღების თვალსაზრისით ამ
სიკეთით აღსავსე კუთხეს ძალიან აჩანაგებს. გარდა იმისა, რომ
განათლების მიმართულებით საბავშვო ბაღების პრობლემა უდგათ, სკოლების
ინფრასტრუქტურა არის ძალიან მოშლილი, სოფლის გზები და შიდა გზები არის
მოუწესრიგებელი და ყოველივე ეს აჩენს მიტოვებულობის განცდას და ჩვენ,
კოალიცია ცვლილებისთვის, მოვდივართ იმისათვის, რომ კი არ ჩავანაცვლოთ,
არამედ შევცვალოთ და შემოვიტანოთ ცვლილება და სისტემური ცვლილება ამ
კუთხითაც. კიდევ ერთხელ მივესალმები საქართველოს მოსახლეობას ქვემო
ქართლის რეგიონიდან. დაგვიჭირეთ მხარი, რამე თუ მომავალი არის თქვენი,
მომავალი არის ჩვენი და დროა უკვე ცვლილებისა“. -
განაცხადა ოქტაი ქაზუმოვმა
მოქალაქეებს მიმართა პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამაც.
"ჩვენი ქვეყანა მიდის ევროპისკენ ან ვრჩებით ცივილიზაციის
მიღმა... ეს ქვეყანა იმსახურებს, იყოს წინ! ჩვენს აზერბაიჯანელ მუსლიმ
წარმომადგენლებს აქვთ განცდა, რომ იბრძვიან არამარტო საკუთარი
უფლებებისთვის, არამედ ამ ქვეყნის უფლებისთვის, იყოს ევროკავშირის
წევრი". - განაცხადა ნიკა გვარამიამ
მარნეულელ ამომრჩეველთან შეხვედრა 24 სექტემბერს, მარნეულის კულტურის
სახის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ფოტო: პარტია „ახალი“
რადიო „მარნეული“