დაურ ისმაილოვმა ხმების 90,27% აიღო
მარნეულის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, დაურ ისმაილოვმა, თვითმმართველობის არჩევნებზე 43 435 ხმა მიიღო, რაც ხმების 90,27% -ია.
ცესკომ მარნეულის 81- ივე უბნის შედეგები გამოაქვეყნა.

მეორე ადგილზე 3 293 ხმით, 6.844%-ით, "ძლიერი საქართველო-ლელოს" მერობის კანდიდატი, ასად ალიევი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 690 ხმით (1.434%) "ჩვენი გაერთიანებული საქართველოს" მერობის კანდიდატმა, ალი ბადიროვმა დაიკავა.

მარნეულის მასშტაბით სულ 81 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. მათ შორის, 41 ელექტრონული.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა.

საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებისგან განსხვავებული იყო, რადგან ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტის ნიშნად მასში მოანწილეობა არ მიიღო. აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და არ ენდობიან არალეგიტიმური მთავრობის მიერ დანიშნულ  საარჩევნო კომისიას.
საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ორგანიზაციების უმეტესობა არჩევნებს არ აკვირდებოდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები