ირანის ქერმანშაჰის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად
დაშავებულთა რიცხვი 550-მდე გაიზარდ
ა.
6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან
მოხდა.
ერაყის ტელეკომპანია Rudaw-ის ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, სადაც ერთი ადამიანია დაღუპული.
მიწისძვრის ეპიცენტრი ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან
ჩრდილო-აღმოსავლეთით, 150 კილომეტრში, ირანის ქალაქ სარპოლიდან კი 40
კილომეტრში დაფიქსირდა.
ირანის ხელისუფლებამ ქერმანშაჰის პროვინციაში სკოლებისა და
უნივერსიტეტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო ერთ წელიწადში
ირან-ერაყის საზღვართან სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
1 TV.
GE