შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
22:50 / 29.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1987 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის
მოქალაქე ფ.მ. დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბნის რაიონში, თბილისის
ავტომაგისტრალის მე-15 კილომეტრზე შეაჩერეს. პოლიციამ მისგან 6
შეკვრად დაფასოებული, 300 გრამამდე ჰეროინი ამოიღო, რომელზეც
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.