ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალაბამას შტატში
ტორნადოს 23 ადამიანი ემსხვერპლა
. ლის ოლქის შერიფის განაცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა,
გაიზარდოს, რადგან დაკარგულების შესახებ ინფორმაციას პოლიცია ჯერ
კიდევ იღებს.
დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. სტიქიის შედეგად 50-მდე ადამიანია
დაშავებული.
ალაბამას შტატის გუბერნატორმა, კეი აივიმ მოსახლეობას შეატყობინა, რომ
ამინდი შესაძლოა, ისევ გაუარესდეს და შტატში საგანგებო მდგომარეობა
გამოაცხადა.
აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში
ქარის სიჩქარე საათში 266 კილომეტრს აღწევდა. ალაბამას შტატში 10 000
ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ალაბამას ლის ოლქში 4 მარტს სკოლები დახურული იქნება
ფოტოს ავტორი:
James
Spann