მალტაში სროლის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა
11:40 / 08.04.2019
მალტაში სროლის შედეგად საქართველოს ერთი
მოქალაქე დაიჭრა.
შემთხვევა ქალაქ ბირზებუჯაში მოხდა. „რუსთავი
2“-ის ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის შედეგად დაიღუპა ერთი და
დაიჭრა სამი ადამიანი.
ქართველი ემიგრანტების განცხადებით, მალტაში საქართველოს საელჩო არ
აქვს, რის გამოც ვერ ადგენენ დაშავებულის მდგომარეობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ დეტალებზე არ
საუბრობენ.