სინას ნახევარკუნძულზე ბომბიანი თავდასხმები განხორციელდა
13:02 / 11.04.2019
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ
ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ქვეყნის კუთვნილ
სინას ნახევარკუნძულზე
მდებარე ქალაქ შეიხ ზუვეიდის ცენტრალურ ბაზარში
ზედიზედ ორი ბომბიანი თავდასხმა განხორციელდა, რასაც 8 კაცი
ემსხვერპლა, 27 კი დაიჭრა.
ამავე ინფორმაციით, პირველ აფეთქების დროს 7 კაცი დაიღუპა, მათ შორის
1 ბავშვი და 4 პოლიციელი, ხოლო 26 დაიჭრა, მეორე აფეთქების დროს კი 1
ჯარისკაცი დაიღუპა, ერთიც დაიჭრა.
საყურადღებოა, რომ ეს თავდასხმები განხორციელდა ეგვიპტის პრეზიდენტის,
აბდულბედა ალ-სისის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე
ოფიციალური ვიზიტის დროს.
წყარო: trt.net.tr