აფეთქება ქიმიურ ქარხანაში
რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პერმის მხარეში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

აფეთქება სავარაუდოდ, სარემონტო სამუშაოების გამო მოხდა. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: trt.net.tr
Print