დანით შეიარაღებული პირი სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა
არის მსხვერპლი. იაპონიის ქალაქ კავასაკიში ერთ-ერთმა დანით შეიარაღებულმა პირმა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით ერთი ბავშვი დაიღუპა, სულ მცირე 16 დაჭრა.

დაჭრილთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. იაპონიის ტელე-არხ, NHK-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებზე თავდასხმა ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. 50 წლამდე თავდამსხმელმა კი ყელი გამოიჭრა რა, დაკავების შემდეგ გარდაიცვალა.

დანაშაულის მოტივი უცნობია.

წყარო: trt.net.tr
Print