28-29 თებერვალს ქალაქ რუსთავში სპორტის სხვადასხვა
სახეობებში, გრაფლინ, K-1 და MMA, საერთაშორისო ტურნირი
გაიმართა.
ტურნირში მარნეულის სამმა კლუბმა მიიღო
მონაწილეობა.
მარნეულის წარმომადგენელი კლუბებიდან, რომა მეჰდიევის, რაულ მამედოვის
და ელთუნ გოჯაევის ხელმძღვანელობით, შეჯიბრში მონაწილოება 28
სპორტსმენმა მიიღო. მათ K-1 და MMA სახეობებში იბრძოლეს. 17-მა
სპორტსმენმა ოქროს, ხოლო 11-მა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
რუსთავში გამართულ ტურნირში, საქართველოსთან ერთად, მონაწილეობას
აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი, სომხეთი და რუსეთი იღებდა.
რადიო „მარნეული“