აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 300 ექიმია
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 300 ექიმია. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

ვიკრო გასიმოვის თქმით, ინფიცირებულებს შორის არიან როგორც ექიმები, ისე სხვა სამედიცინო პერსონალი. მათგან 65% „კოვიდ-19“-ისგან უკვე განიკურნა.

აზერბაიჯანში კორონავირუსი 1 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 1 000-ზე მეტი კი განიკურნა.

წყარო: პირველი არხი
Print