რუსეთში კორონავირუსის 5 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 150 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 073 849 -ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 150 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 18 785 -ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში COVID 19-სგან 884 305 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print