მაშველებმა იზმირში, 30 ოქტომბერს მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან 91
საათის შემდეგ, 4 წლის გოგონა ნანგრევებიდან გამოიყვანეს, - ამის
შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აილა გეზგინი 107-ე ადამიანია, რომელიც
მაშველებმა გადაარჩინეს.
ექიმების ინფორმაციით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია.