ილჰამ ალიევის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ კიდევ 7 სოფელი გაათავისუფლა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მისმა არმიამ ჯებრაილის რაიონის კიდევ ორი სოფელი, ზანგილანის რაიონის ორი სოფელი და გუბადლის რაიონის 3 სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ალიევი ინფორმაციას „ტვიტერზე“ ავრცელებს.

„მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმით სომხეთს სურდა აზერბაიჯანში ქაოსისა და პანიკის გამოწვევა. მაგრამ მათ ვერ შეძლეს სწორი გათვლების გაკეთება აზერბაიჯანელი ხალხის სულისკვეთების თაობაზე. მართალია ჩვენ დანაკარგები გვაქვს, მაგრამ ამან ვერ გატეხა ჩვენი ნება. პირიქით, ამან კიდევ უფრო მეტი ძალა მოგვცა. ჩვენ გვაქვს თანამედროვე იარაღი და ძალიან მაღალი საბრძოლო სულისკვეთება. ჩვენ დავამტკიცეთ ვინ ვინ არის და ვაჩვენეთ, რომ სომხეთის "ვითომდა უძლეველი არმია" მითია. მათ მარცხი უკვე აღიარეს. ეს ნიშნავს, რომ მათ აღიარეს სამხედრო მარცხი და ჩვენი გამარჯვება“ ,
- წერს ალიევი.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print