სომხეთი დღეს დილიდან ქალაქ ტერტერსა და ორ სოფელს: გაზიანსა და
ჰასანლის ბომბავს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მათივე ინფორმაციით, ღამის
განმავლობაში მოწინააღმდეგემ გორანბოის რაიონის სოფელი
ტაფგარაგოიუნლუც დაბომბა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ 5 ნოემბერს
დღის განმავლობაში და 6 ნოემბერის ღამით საბრძოლო მოქმედებები
ძირითადად აღდამის, აღდერეს, ხოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებებით
ხორციელდებოდა.
„საბრძოლო ოპერაციები გრძელდება. საბრძოლო ვითარებას
ჩვენი ჯარები აკონტროლებენ,“ - აღნიშნულია აზერბაიჯანის
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.